გუგული მაღრაძე: ვერა ქობალიას ხელფასი 17 000 ლარი ჰქონდა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გუგული მაღრაძის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილ მინისტრს ვერა ქობალიას, ხელფასი თვეში 17 000 ლარი ჰქონდა. როგორც მაღარაძემ პარლამენტის პლენარულ სხოდმაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, მისთვის გაუგებარია რატომ საუბრობენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არსებული ხელისუფლების მხრიდან მაღალი ხელფასებისა და დანამატის აღებაზე.
„ნაციონალური მოძრაობის მხრიდან უამრავ სიცრუეს და არასწორ ინფორმაციას ძალიან მივეჩვიეთ. როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ ლაპარაკობს, რომ ჩვენი მინისტრები იღებენ ძალიან მაღალ დანამატებს და ა.შ., მინდა მოვიყვანო კონკრეტული მაგალითი: ქალბატონ ვერა ქობალიას ხელფასი თვეში 17 000 ლარი ჰქონდა“, – განაცხადა გუგული მაღრაძემ.