ნოდარ ხადური: წლევანდელი და მომავალი წლის ბიუჯეტიც შესრულდება

წლევანდელი ბიუჯეტიც შესრულდება და მომავალი წლისაც, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამოთქმული კრიტიკის საპასუხოდ განაცხადა.
“თქვენ ამბობთ, რომ ვერ ხედავთ, თუ რა კეთდება ქვეყანაში, ვერ ხედავთ კი არა, არ ხედავთ, იმიტომ რომ არ გინდათ დაინახოთ. ქვეყანა განვითარდება, წლევანდელი ბიუჯეტიც შესრულდება და მომავალი წლისაც“, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.
პარლამენტში 2015 წლის ბიუჯეტის საბოლოო პროექტის განხილვა დასრულდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები