დავით საგანელიძე: ეს ბიუჯეტი საამაყო არ არის, მაგრამ კარგია
ეს ბიუჯეტი საამაყო არ არის, მაგრამ კარგია, ამ ბიუჯეტის შექება შემიძლია, – ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„რა თქმა უნდა, ეს ბიუჯეტი ბევრ ხარვეზს შეიცავს. ბიუჯეტში ბევრი რამეა ისეთი, რაც მე ცოტა გულს მტკენს და გული მეთანაღრება. მირჩევნია, ბევრად მეტი ციფრი იყოს, ბევრად მეტმა პრიორიტეტმა წინ წამოიწიოს. ამიტომ ვამბობ, რომ იდეალური და საამაყო არ არის, მაგრამ დიდი მადლობა, რომ ეს გააკეთეთ. დიდი მადლობა, ის რომ მაინც შეძელით, რომ ჩვენი ყველა ნათქვამი სიტყვა შიგნით დევს. ის გარკვეული დინამიკა და ის ეტაპები, რაც უნდა იყოს ქვეყნის განვითარებაში, 2015 წლის ბიუჯეტში არის ჩადებული“, – განაცხადა საგანელიძემ.