ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატები“ 2015 წლის ბიუჯეტის პროექტს მხარს არ უჭერს
“რესურსების სიმწირემ განაპირობა, რომ ორ წელიწადში 30 000-მდე ჯარისკაცის კვების საკითხი ვერ მოგვარდა“, –
ფრაქციის ხელმძღვანელის ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, “თავისუფალ დემოკრატთა” გუნდი, რომელიც აღმასრულებელ ხელისუფლებაში აღარ იმყოფება, 2015 წლის ბიუჯეტის შესრულებაზე პასუხისმგებლობას არ აიღებს.
“2015 წლის ბიუჯეტის პროექტში ბევრი საკითხი და ელემენტია, რომელსაც ჩვენ, “თავისუფალი დემოკრატები” მხარს ვუჭერთ. თავის დროზე ჩვენ მონაწილეობა მივიღეთ ბიუჯეტის შემუშავებაში. ვთვლით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თავდაცვის სამინისტროს უფრო დიდი ბიუჯეტი გააჩნია, ვიდრე მანამდე ჰქონდა, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ეს საკმარისი არ არის. რესურსების სიმწირემ განაპირობა ის, რომ ორ წელიწადში 30 000-მდე ჯარისკაცის კვების საკითხი ვერ მოგვარდა”, – განაცხადა ჩიქოვანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
მან ყურადღება ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შესრულების პრობლემატიკაზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ ასეულობით მილიონობით ლარი აუთვისებული რჩება.