ეკატერინე ზღულაძემ უკრაინის მოქალაქეობის მისაღებად განცხადება დაწერა

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ეკატერინე ზღულაძემ უკრაინის მოქალაქეობის მიღებისა და საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმის შესახებ განცხადება დაწერა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი, არსენ ავაკოვი ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.
ავაკოვმა პრეზიდენტ პოროშენკოს ზღულაძისთვის უკრაინის მოქალაქეობის მინიჭების შუამდგომლობით მიმართა.
“პრეზიდენტი მიესალმა ჩემს წინადადებას. ორშაბათს, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანება გამოიცემა მოქალაქეობის შესახებ, ბოლო ფორმალობასაც აღვასრულებ – მინისტრთა კაბინეტისთვის მისი კანდიდატურის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის პოსტზე წარდგენით. მოხარული ვარ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში მეტი კომპეტენტურობა, რეფორმების სურვილი და ღიმილი იქნება”, – წერს ავაკოვი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები