„მართლა სირცხვილია, როცა დიპლომატები, ბოდიშს ვიხდი და, „ბომჟებივით“ გყავს“

მართლა სირცხვილია, როცა დიპლომატები, ბოდიშს ვიხდი და, „ბომჟებივით“ გყავს, – ამის შესახებ პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის წევრმა თინა ხიდაშელმა განაცხადა.
დეპუტატმა, ხადურს და ბერუჩაშვილს მიმართა, რომ დიპლომატიური მისიების თანამშრომელების დაზღვევის საკითხს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს.
“მართლა სირცხვილია, ბოდიშს ვიხდი ამ სიტყვებისთვის, როცა „ბომჟებივით“ გყავს დიპლომატები და ელემენტარულად დაზღვევის საშუალება არა აქვთ. ბოდიშს ვიხდი და ვიცი, რომ ძალიან ცუდი სიტყვა ვთქვი, მაგრამ ახლა სხვა უბრალოდ არ გამახსენდა. ეს არის ძალიან მნიშველოვანი საკითხი”, – განაცხადა ხიდაშელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები