დავით ონოფრიშვილის აზრით, მთავრობამ ზოგიერთი სამინისტროს დაფინანსებას უნდა გადახედოს

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი მიიჩნევს, რომ მთავრობამ უნდა გადახედოს იმ სამინისტროების დაფინანსების საკითხს, რომლებიც ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების ათვისებას ვერ ახერხებენ. მისი თქმით, პრიორიტეტულობის მიხედვით, დაფინანსება იმ უწყებებს გადასცეს, ვისაც ფულის დახარჯვა შეუძლია. როგორც ონოფრიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, თანხების ათვისება ერთ-ორი სამინისტროს მხრიდან მუდმივი პრობლემაა.
“მაგალითად, დევნილთა და განსახლების სამინისტრომ შვიდ თვეში აითვისა მისთვის გამოყოფილი თანხების 23% და ახლა, 11 თვის მდგომარეობით არის 60%. თანხები კი ისეთ პროგრამებს ეხებოდა, რომელიც განსახლების ადგილებში დევნილთა შენახვას და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას ითვალისწინებს. დღეს არის შემთხვევა, როცა თბილისში იძულებით გადაადგილებულებს ასახლებენ, მაშინ როცა თანხები არსებობდა და პრობლემის მოგვარება შეიძლებოდა”, – განაცხადა დავით ონოფრიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები