რომელი “ნაცი” მივიდა ხელისუფლებაში ცალ-ცალი კალოშით?- გოგა ხაჩიძემ ნოდარ ხადურს განმარტება მოსთხოვა

საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატმა გოგა ხაჩიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურს სთხოვა, დაეკონკრეტებინა, რომელი “ნაცი” მივიდა ხელისუფლებაში ცალ-ცალი კალოშით და ვისი მისამართით გააკეთა მინისტრმა აღნიშნული შეფასება.
“პირადად ჩემზე შემიძლია გითხრათ, რომ ორგზის დეპუტატი ვარ, ოთხი წელი ორი რეგიონის გუბერნატორი ვიყავი, ოთხი წელი მინისტრად ვიმუშავე და დღემდე ჩემი ოროთახიანი ბინის კრედიტს ვიხდი, 2001 წლის “რენო ლაგუნათი” დავდივარ. ვის გულისხმობდით?! და ხომ არ შეგიმჩნევიათ, რომ ასეთი “ნაცები”, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ახლა “ქოცები” გახდნენ და თქვენთან გადმოინაცვლეს”, – მიმართა ხადურს ხაჩიძემ.
“კორუფციულ გარიგებებზე საუბრისას მოიკითხონ ,,ნაცების” ის წევრები, რომლებიც ხელისუფლებაში ცალ-ცალი კალოშით მოვიდნენ და კარგად ხედავთ, ახლა რით დადიან”, – ეს შეფასება ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა დღეს პარლამენტში “ნაციონალური მოძრაობის” წევრების იმ კრიტიკასთან დაკავშირებით გააკეთა, რომლებიც მათ 2015 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით გამოთქვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები