გოგა ხაინდრავას მასალებმა “ნაციონალებზე” უკრაინელები გააოცა – რას ამხელს რეჟისორი

რეჟისორ გოგა ხაინდრავას თქმით, სანდრო კვიტაშვილის დანიშვნა უკრაინის ჯანდაცვის მინისტრად სრულიად ალოგიკური და უკანონოა, რადგან უკრაინის კონსტიტუციის მიხედვით მსგავსი წოდების ადამიანს აუცილებლად უნდა ჰქონდეს სამედიცინო განათლება, იცოდეს უკრაინული ენა და ჩახედული იყოს სამედიცინო სფეროს ყველა საქმეში.
„გასაკვირია, როდესაც ჯანდაცვის მინისტრად ინიშნება ის, ვინც ისტორიის ფაკულტეტი დაამთავრა, ეს არის პირდაპირ კანონდარღვევა“, – განაცხადა ხაინდრავამ.
ხაინდრავა ანტიკორუფციული სამსახურის ხელმძღვანელად ადეიშვილის შესაძლო დანიშვნაზეც საუბრობს.
„დანიშნო ადამიანი ამ თანამდებობაზე, რომელიც კორუფციის მამაა და თავის დროზე საკუთარ ქვეყანაში უამრავი უდანაშაულო ადამიანი გახდა მისი მსხვერპლი, სრული ცინიზმია უკრაინისა და მისი ხალხისთვის“,- განაცხადა ხაინდრავამ.
უკრაინაში ვიზიტის დროს, გოგა ხაინდრავამ ჟურნალისტებს 26 მაისის მოვლენზე გადაღებული თავისი ფილმი „დემოკრატიის შუქურა“ წარუდგინა და სააკაშვილისა და მისი ჯგუფის სხვადასხვა დანაშაულების წარმოჩენას შეეცადა.
მისი თქმით, ჟურნალისტები ნანახით გაოცებულები დარჩნენ. „უკრაინის რიგიც მოვიდა, ჟურნალისტები გაოცებულნი იყვნენ ფილმში ასახული კადრებით, განსაკუთრებით კი პატიმრებზე ძალადობის ფაქტებით, მე მათ ნაციონალური ოცნების რეალური სახე დავანახვე“, -აცხადებს გოგა ხაინდრავა. წყარო: “ალია“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები