სომხეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოში იმყოფება

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ჰოვიკ აბრაჰამიანი საქართველოში იმყოფება. თვითმფრინავი თბილისის საერთაშოროსო აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაეშვა.
სომხეთის პრემიერს აეროპორტში საქართველოს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი, ვიცე-პრემიერები: გიორგი კვირიკაშვილი და კახა კალაძე, საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დახვდნენ.
აეროპორტში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა, შესრულდა საქართველოსა და სომხეთის ეროვნული ჰიმნები. აეროპორტიდან სომხეთის და საქართველოს პრემიერ-მინისტრები მთავრობის ადმინისტრაციისკენ გაემართნენ, სადაც ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების ჯერ პირისპირ, შემდეგ კი გაფართოებული შეხვედრა გაიმართება.
18:00 საათზე ირაკლი ღარიბაშვილი და ჰოვიკ აბრაჰამიანი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
ვიზიტის პირველი დღე ოფიციალური ვახშმით დასრულდება, რომელიც სომხეთის პრემიერის საპატივსაცემოდ გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები