თამარ ბერუჩაშვილი: მომავალი წლის დასაწყისში უნდა ამოქმედდეს ბაქო-თბილისი ყარსის პროექტი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა ყარსში საქართველო, თურქეთისა და აზერბაიჯანის ფორმატში საგარეო საქმეთა მინისტრებთან გამართული შეხვედრა შეაფასა.
„ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი, რაც თან ახლდა ამ ვიზიტს, იყო საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე სამხრივი შეხვედრა ყარსში საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის ფორმატში. ეს არის სწორედ თემა საზღვრებისა, რომელიც დღეს რეგიონში ირღვევა.
აღნიშნული საკითხები განვიხილეთ და ეს დაფიქსირდა სამივე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ ყარსის დეკლარაციაში.
ასევე ვისაუბრეთ ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და იმ პროექტებისზე განვითარებაზე, რომლებსაც არა მარტო ეკონომიკური, არამედ უდიდესი როლი გააჩნიათ“, – აღნიშნა მინისტრმა.
როგორც მინისტრმა აღნიშნული შეხვედრის შეფასებისას განაცხადა, მომავალი წლის დასაწყისში უნდა ამოქმედდეს ბაქო-თბილისი- ყარსის პროექტი და დროულად უნდა დაიწყოს განხორციელება კანაპის პროექტმა.
მინისტრის თქმითვე, საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის ფორმატში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას მომავალ წელს საქართველო უმასპინძლებს.
„ასევე კონკრეტული ამოცანები დასახა ამ შეხვედრამ, რომ რაც შეიძლება მალე, მომავალი წლის დასაწყისში ამოქმედდეს ბაქო-თბილისი- ყარსი, რაც შეიძლება დროულად დაიწყოს განხორციელება კანაპის პროექტმა. სასიამოვნო ინფორმაციაც მივიღეთ, რომ არა მარტო ყველაფერი ხელმოწერილია, არამედ დაიწყო შეკვეთა და კონკრეტული განხორციელება ყველა იმ გეგმისა, რაც არის დღეს.
მომავალ წელს უკვე საქართველო უმასპინძლებს ამ შეხვედრას და მთელი ეს წელი იქნება განკუთვნილი იმისთვის, რომ ჩვენ მაქსიმალური რეზულტატები მივიღოთ უკვე საქართველოს შეხვედრისთვის“, – განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები