ირაკლი ღარიბაშვილმა გიორგი ზედელაშვილის დანიშვნას ხელი მოაწერა

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილის გიორგი ზედელაშვილის სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის თანამდებობაზე დანიშვნას ხელი მოაწერა. სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის დავით სუჯაშვილის განცხადებით, გიორგი ზედელაშვილის პროფესიული გამოცდილება საბჭოსთვის მნიშვნელოვანი იქნება. შეგახსენებთ, გიორგი ზედელაშვილი 2013 წლის ნოემბრიდან დღემდე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა, 2013 წლის თებერვლიდან – ნოემბრამდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს დირექტორი იყო. მან 1994 წელს სახელმწიფო უშიშროების სამსახურის რაიონული განყოფილების ოპერატიული თანამშრომლად დაიწყო მუშაობა და მას შემდეგ სამსახურებრივი იერარქიის ყველა საფეხური გაიარა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები