ალექსანდრე კვიტაშვილი: შოკირებული ვიყავი



  ჯანდაცვის მინისტრის პოსტის შემოთავაზება ჩემთვის იყო ძალიან მოულოდნელი, შოკირებუი ვიყავი. ამის შესახებ უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა ალექსანდრე კვიტაშვილმა „რუსთავი 2“-ზე პირდაპირი ჩართვისას განაცხადა. კვიტაშვილის თქმით, პოსტი მას თავად პეტრე პოროშენკომ შესთავაზა.
„მინისტრის პოსტის შემოთავაზება ჩემთვის იყო ძალიან მოულოდნელი, შოკირებუი ვიყავი. მე მქონდა ხანგრძილივი საუბარი პრეზიდენტთან და პრემიერთან, ვისაუბრეთ ჩემს ხედვებზე, რა შეიძლება გაკეთდეს უკრაინაში, როგორ უნდა იყოს რეფორმირებული სისტემა. შექმნეს ძალიან ძიერი მინისტრთა კაბინეთი, საშუალო ასაკი არის 44 წელი, თითქმის ყველა მინისტრი არის ინგლისურენოვანი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინისთვის. როდესაც ასეთ შემოთავაზებას იღებ ისეთი დიდი ქვეყნისგან როგორიც არის უკრაინა, მაშინ როდესაც ფაქტობრივად ომია და შენ ასეთ ნდობას გიცხადებენ, იმხელა პატივია, რომ ამაზე უარის თქმა არ არის სწორი“, – აღნიშნა კვიტაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის პოსზე რადმდენიმე დღის წინ დაინიშნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები