სააკაშვილი: ჟვანიას და ბენდუქიძის სიკვდილი – ჩემ ცხოვრებაში ორი დიდი დარტყმაა

  საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის სიკვდილი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის „დიდი კატასტროფა და ტრაგედია“ აღმოჩნდა. ამის შესახებ სააკაშვილმა „უკრაინულ პრავდასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„მე ორი დიდი დარტყმა მივიღე ცხოვრებაში – ჟვანიას და ბენდუქიძის სიკვდილი. ორივე იმ დროს მოხდა, როდესაც ეს ადამიანები ძალიან მჭირდებოდნენ. ორივესთან მჭიდრო ურთიერთობები ბოლო წამამდე მქონდა და განსაკუთრებით ბოლო დროს, სანამ ეს მოხდებოდა“, – განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, ჟვანიას სიკვდილმა რამდენიმე თვით ის წყობიდან გამოიყვანა.
„ჟვანიამ პოლიტიკაში მომიყვანა, ჩვენ ყოველთვის ერთად მოვდიოდით. რევოლუციამდე ისე მოხდა, რომ ის უფრო ნელი ცვლილების მომხრე იყო, მე – უფრო რადიკალური, ამიტომ ჩვენ სხვადასხვა პარტიები გვქონდა, მაგრამ როგორც კი რევოლუცია მოხდა, ჩვენ ყველანი რადიკალები გავხდით და ისევ ერთად დავდექით. დღეს, პრაქტიკულად, ჩემი პარტიის ბირთვი – მისი პარტიის ბირთვია“, – განაცხადა სააკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები