„კვიტაშვილის დროს განხორციელებულ რეფორმებზე არაფერი ვიცი“

  რეჟისორი გოგა ხაინდრავა უკრაინაში ჯანდაცვის მინისტრად ალექსანდრე კვიტაშვილის დანიშვნას გამოეხმაურა. ხაინდრავას კვიტაშვილის დროს განხორციელებულ რეფორმებზე არაფერი სმენია.
„მოქალაქე კვიტაშვილს საქართველოში მიჰყიდეს ყველა მუნიციპალური აფთიაქი და საავადმყოფო. მისი რეფორმების პერიოდში საქართველოს მოქალაქეებს მკურნალობის თანხები არ გააჩნდათ. რაც შეეხება კვიტაშვილის დროს განხორციელებულ რეფორმებს, სიმართლე გითხრათ, არ ვიცი რა რეფორმებზეა საუბარი. დაასახელოს თუნდაც ერთი რეფორმა, რომლის შედეგად მივიღეთ არა სტატისტიკის ციფრები ქაღალდზე, არამედ კონკრეტული შედეგები მოქალაქეებისთვის”, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები