მთავრობის ადმინისტრაცია: გურიის გუბერნატორის გარდა ყველა გუბერნატორი მუშაობას განაგრძობს
გურიის გუბერნატორის გიორგი ჩხეიძის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციაში ადასტურებენ – ამის შესახებ „კვირას“ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში განუცხადეს.
პრესსამსახურის ინფორმაციით, ჩხაიძემ თანამდებობიდან წასვლის შესახებ მათ უკვე მიმართა.
“ვადასტურებთ ინფორმაციას, რომ გურიის რეგიონის გუბერნატორმა გიორგი ჩხეიძემ თანამდებობიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. მან აღნიშნულთან დაკავშირებით მთავრობას პირადი განცხადებით უკვე მიმართა”, – განაცხადეს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში.
რაც შეეხება სხვა გუბერნატორებს, როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში განმარტავენ, დანარჩენი ყველა გუბერნატორი მუშაობას განაგრძობს.