აქვს თუ არა ნოდარ ხადურს კრედიტი აღებული – მინისტრის განმარტება
საქართველოს ფინაანსთა მინისტრს ნოდარ ხადურს ამ ეტაპზე ბანკიდან კრედიტი აღებული არ აქვს, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა “ტელეიმედის“ გადაცემა “რეაქციაში“ მას შემდეგ განაცხადა, რაც გადაცემის წამყვანი დაინტერესდა, აქვს თუ არა ფინანსთა მინისტრს კრედიტი აღებული.
“მე ამ ეტაპზე კრედიტი აღებული არ მაქვს, მაგრამ ჩვენს ძალიან ბევრ თანამოქალაქეს აქვs კრედიტი გამოტანილი, რაღაცა ეტაპზე ამას ალბათ ყველა აკეთებს, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.
ცნობისთვის გადაცემა “რეაქციის“ დღევანდელი თემა ლარის კურსის ვარდნაა. ინტერაქტივის კითხვა კი ასეთია: “გაქვთ თუ არა ბანკიდან აღებული კრედიტი? “