“ლართან დაკავშირებული რყევები საქართველოს მაკროეკონომიკური ფუნდამენტის რყევას არ გამოიწვევს“

საქართველოს მაკროეკონომიკური ფუნდამენტი და ძირითადი მაჩვენებლები მყარი და ძლიერია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში, აზიმ სადიკოვმა განუცხადა.
მისივე თქმით, ლართან დაკავშირებული რყევები საქართველოს მაკროეკონომიკური ფუნდამენტის რყევას არ გამოიწვევს.
“ეროვნულ ბანკს აქვს ინფლაციის საანგარიშო მაჩვენებელი, რაც შემდეგი წლისთვის 5 პროცენტს შეადგენს. თუ ისე მოხდა, რომ ლარის მერყევობა გადაიზარდა ფასების ცვლილებაში ანუ ინფლაციაში, ამ რაოდენობით, რომელიც საანგარიშო მაჩვენებლებს აღემატება, მაშინ ეროვნულ ბანკს, დარწმუნებული ვარ, გააჩნია რეზერვები და მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტები, რომ ჩაერიოს და ინფლაცია დააბრუნოს საანგარიშო მაჩვენებლამდე. მართალია ლარის კურსის ვარდნა მოხდა ძალიან მცირე პერიოდში და ეს მერყეობა ძალიან დიდად გამოჩნდა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო 12 წლის განმავლობაში ლარი იყო სტაბილური, მაშინ, როდესაც საქართველოს ძირითად სავაჭრო პარტნიორებში ადგილობრივი ვალუტა ამ 12 თვის განმავლობაში გაუფასურდა”, – განაცხადა აზიმ სადიკოვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები