რა იწვევს თბილისში საცობებს – შალვა ოგბაიძე

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „გაერთიანებული დემოკრატების“ წევრი შალვა ოგბაიძე თბილისში საცობების გამომწვევ მიზეზებს გამოეხმაურა.

როგორც ობგაიძე გაზეთ „ვერსიასთან“ ინტერვიუში აცხადებს, მომრავლებული მსუბუქი ავტომობილები საცობების შექმნის ერთ-ერთი ფაქტორია და არა – ერთადერთი.

მისივე თქმით, საცობს არასწორად დასმული საგზაო ნიშანიც იწვევს.

„ნებისმიერი საცობი გარკვეული ხარვეზის ერთგვარი სარკეა, რომელსაც თავისი ობიექტური და სუბიექტური მიზეზები აქვს. ობიექტური მიზეზი ის მოცემულობაა, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ – დედაქალაქის ლანდშაფტი, ვიწრო ქუჩები, ავტომობილების დიდ რაოდენობა. რაც შეეხება სუბიექტურ ფაქტორს, სწორი მენეჯმენტის პირობებში, შეიძლება, რომ საცობები შემცირდეს. საცობს, ერთი შეხედვით, ისეთი წვრილმანიც კი იწვევს, როგორიცაა გზის შუა, სავალ ნაწილში ახდილი ჭა, ამოტეხილი ასფალტი, ორმო, შუქნიშანი, რომელიც არასწორადაა დამონტაჟებული, თან შუქნიშნის ფერების გადართვა თბილისში არასწორადაა დაგეგმილი – არ შეიძლება, რომ შუქნიშანი წითლიდან პირდაპირ მწვანეზე გადაირთოს, მაგრამ ეს თბილისური „ნოუ-ჰაუა“, – აცხადებს ოგბაიძე გაზეთ „ვერსიასთან“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები