„კორვალოლის, ვოლოკორდინისა და ვალიდოლის რეგულარული მიღება სიკვდილს იწვევს“
კორვალოლის, ვოლოკორდინისა და ვალიდოლის რეგულარული მიღება სიკვდილს იწვევს – ამ სათაურით გაზეთი “კვირის ქრონიკა“ მომხმარებელთა და პაციენტთა უფლებების დაცვის ასოციაციის თავმჯდომარესთან ნანა სანაიასთან ინტერვიუს აქვეყნებს.
სანაია აცხადებს, რომ აღნიშნული დასახელების პრეპარატები ნარკოტიკ ფენობარბილატს შეიცავენ.
“აღმოჩნდა, კორვალოლი, ვოლოკორდინი და გარკვეული თვალსაზრისით ვალიდოლიც, რომლებიც საქართველოში ურეცეპტოდ იყიდება, უკვე დიდი ხანია აკრძალულია მთელ მსოფლიოში. პრეპარატები ნარკოტიკს (ფენობარბილატს) შეიცავენ. აღმოჩნდა, რომ ამ პრეპარატების მიღების შემთხვევაში ადამიანი კი არ იკურნება, არამედ ეს მედიკამენტები იწვევენ ძილიანობას და პრეპარატების მიღების დროს შეიძლება ინსულტი, ინფარქტი ან გულის უკმარისობა გამოიწვიოს და შესაძლებელია ადამიანი ჩავარდეს შოკში. ამ წამლებში შემავალ ბარბიტალს აქვს ძილიანობის ეფექტი და სწორედ ამ ძილიანობის დროს, მარტივად რომ ვთქვათ, პაციენტი შეიძლება გაიპაროს. სწორედ ამ ფაქტის გათვალისწინების გამო სულ ახლახან ლიტვამ არათუ აკრძალა საკუთარ ტერიტორიაზე , არამედ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება ადამიანს, რომელსაც მფლობელობაში აღმოუჩენენ კორვალოლს, ვალოკორდინს და ვალერიანს, რადგანაც ეს გათანაბრებულია ნარკოტიკების გამოყენებასთან“, – აცხადებს ნანა სანაია ინტერვიუში.