შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი დაარსებიდან ათი წლის იუბილეს აღნიშნავს
შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი დაარსებიდან ათი წლის იუბილეს აღნიშნავს. საპატრულო პოლიციის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მთავრობის წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან.
ღონისძიებაზე საპატრულო პოლიციის ახალი ავტომანქანის „ფორდ ინტერსეპტორის“ პრეზენტაცია გაიმართება. ასევე მოეწყობა გამოფენა, სადაც საპატრულო პოლიციის მუშაობის ამსახველი ფოტომასალა და ვიდეორგოლები იქნება ნაჩვენები.
ღონისძიება 12:00 საათზე შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში გაიმართება.