კაბელების საქმეზე“ კომპანია „დელტა კომი“ საგანგებო პრესკონფერენციას გამართავს

 

   კომპანია “დელტა კომის“ ხელმძღვანელობა ე.წ. კაბელების საქმის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში სპეციალურ პრესკონფერენციას გამართავს, – ამის შესახებ “კვირას“ თავად “დელტა კომის“ დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა პაატა ქიქოძემ განუცხადა.
ქიქოძემ “კვირასთან“ კომენტარის გაკეთება არ ისურვა და აღნიშნა, რომ ყველა კითხვას, რომელიც მედიის წარმომადგენლებს კომპანიასთან აქვთ, უახლოეს დღეებში სპეციალურ პრესკონფერენციაზე გასცემს პასუხს. აღსანიშნავია, რომ „კვირათვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში საქმის პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა განაცხადა, რომ მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინიტროსა და “სილქნეტს” შორის გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით გამოძიება სწორედ კომპანია “დელტა კომის” განცხადების საფუძველზე, 2014 წლის ივნისში დაიწყო. “რადგან საქმეს გრიფი „საიდუმლო“ მოეხსნა, შემიძლია ამ თემას ღიად შევეხო, “სილქნეტის“ გარდა საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვაში მონაწილეობდა კიდევ 3 კომპანია, მათ შორის “დელტა კომი“. ეს არის კომპანია, რომელსაც აღნიშნულ სფეროში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. “დელტა კომს“ იმ მიმართულებებით, რა მიმართულებითაც თავდაცვის სამინისტრო გეგმავდა მაგისტრალის გაყვანას, მონაკვეთის 60 პროცენტი უკვე აგებული ჰქონდა და დარჩენილ ნაწილზე სამუშაოები მიმდინარეობდა. ამდენად, ფაქტობრივად “დელტა კომს“ იმ მომსახურების უკვე მზა პროდუქტი ჰქონდა, რასაც თავდაცვა ითხოვდა. ეს მარტივი არგუმენტიც მიუთითებს იმაზე, რომ თავდაცვის უწყების მიზანი ის კი არ იყო, რომ ეფექტურად და ეკონომიურად გამოეყენებინათ ხარჯები, მათი ქმედებებიდან ჩანს, რომ უპირატესობა არამართლზომიერად “ სილქნეტს“ მიანიჭეს- კომპანიას ფაქტობრივად არაფრის გამო პროექტი დაუფინანსეს“, – განუცხადა “კვირას“ ჯარჯი წიკლაურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები