15 ნოემბერს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით, შსს-ში თათბირი გაიმართება

15 ნოემბერს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით, შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში ხვალ სამუშაო თათბირი გაიმართება.
შს სამინისტროს ცნობით, თათბირზე ასევე მიწვეულები არიან პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები.
“შეხვედრის მიზანია ღონისძიების უსაფრთხო ჩატარების უზრუნველყოფის საკითხების განხილვა“ -აცხადებენ შსს-ში. შეხვედრა 12 :00 საათზე გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები