ზელენსკი: ჩვენ ვერ ვხედავთ გაეროს უცხოური კონტინგენტის ან უსაფრთხოების გარანტიების ალტერნატივად
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ის ვერ ხედავს გაეროს, როგორც ალტერნატივას უკრაინაში განლაგებული საერთაშორისო კონტინგენტის ან უსაფრთხოების გარანტიებისთვის.
„რაც შეეხება გაეროს, მთელი პატივისცემით – გაერო არ დაგვიცავს ოკუპაციისგან ან პუტინის სურვილიდან, კიდევ ერთხელ მოვიდეს. არ განვიხილავთ გაეროს [უცხოური] კონტინგენტის ან უსაფრთხოების გარანტიების ალტერნატივად. მხარს ვუჭერთ გონიერ, ლოგიკურ ურთიერთობებს გაეროსთან, წარმომადგენლებთან და გენერალურ მდივანთან, მაგრამ გაერო არ შეიძლება უსაფრთხოების გარანტიების ალტერნატივა იყოს“, – აღნიშნა ზელენსკიმ კიევში, ჩეხეთის პრეზიდენტ პეტრ პაველთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
პრეზიდენტის თქმით, გაეროს არ ექნება მანდატი უკრაინის დასაცავად, თუ ვლადიმერ პუტინი კვლავ ომით მოვა.
„ექნება თუ არა ასეთი მანდატი უცხოურ კონტინგენტებს? ჯერ პასუხი არ არის ამ კითხვაზე, მაგრამ, რა თქმა უნდა, როდესაც არის გასაგები ძალები, არის საჰაერო თავდაცვა, და არის გემები, არის თვითმფრინავები და არის სერიოზული არმია, არის ჩვენი პარტნიორების რეალური დაზვერვა აქ, უკრაინაში, აშკარაა, რომ ასეთი ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ წასვლა ძალიან სახიფათოა. შეეშინდება თუ არა რუსეთს გაეროსი? მათ ამ ომით ყველაფერი დაარღვიეს, ამიტომ არა მგონია, რომ შეეშინდებათ“, – განაცხადა ზელენსკიმ.