გიორგი ვოლსკი – ნანუკა ჟორჟოლიანის ფონდზე: როდესაც ეუბნები, დაუპირისპირდი პოლიციას და მე მოგცემ შესაბამის აღჭურვილობასაც, რასაკვირველია, ეს არა თუ პოლიტიკური ნიშნის მატარებელი ფონდია, ეს არის რევოლუციის ნიშნის მატარებელი ფონდი
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი ნანუკა ჟორჟოლიანის მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, რომელიც მის ფონდს ეხება.
„როცა ეუბნები, რომ დაარღვიე კანონი, გადაგიხდი, მაშინ, როდესაც ეუბნები, რომ დაუპირისპირდი პოლიციას ფიზიკურად და მე მოგცემ ჩაჩქანსაც და შესაბამის აღჭურვილობასაც, რასაკვირველია, ეს არა თუ პოლიტიკური ნიშნის მატარებელი ფონდია, ეს არის რევოლუციის ნიშნის მატარებელი ფონდი“, – აღნიშნა ვოლსკიმ.
ნანუკა ჟორჟოლიანმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ თუ მის ფონდს ყადაღა აეხსნება, შეგროვებულ თანხას პოლიტიკური მიზნებისთვის არ გამოიყენებს.