გიორგი ვოლსკი ოპოზიციის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე: “კოლექტიური ნაცმოძრაობა” მართლაც გაურკვევლობაშია, ვინაიდან ინსტრუქცია არ აქვთ როგორ მოიქცნენ

“კოლექტიური ნაცმოძრაობა” მართლაც გაურკვევლობაშია, ვინაიდან ინსტრუქცია არ აქვთ როგორ მოიქცნენ,“- ამის შესახებ, პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე ოპოზიციის უართან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია ელოდება მითითებებს.

“”კოლექტიური ნაცმოძრაობა” მართლაც გაურკვევლობაშია, ვინაიდან ინსტრუქცია არ აქვთ როგორ მოიქცნენ და ერთი ინსტრუქცია, რომელიც ინერციით მიედინება ეს არის უცვლელი, ქვეყნის დესტაბილიზაციის სცენარი, რომელიც არ შეცვლილა. ზოგი ფიქრობს, რომ არჩევნებში მონაწილეობით და წარმატებით შეიძლება ამ დესტაბილიზაციას უფრო შეუწყოს ხელი, ზოგი კი ფიქრობს, რომ წარმატება წარმოუდგენელია და ჯობია ობსტრუქციის რეჟიმში დარჩნენ, თორემ, მიზეზი ერთი და იგივეა,”- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები