Yandex Go პარტნიორ – მძღოლებს “თიფებს” გაუორმაგებს
22 მარტს, ტაქსის მძღოლის საერთაშორისო დღეს, Yandex Go გააორმაგებს “თიფების” თანხას, რომელთაც მგზავრები მძღოლს სერვისით სარგებლობისას დაუტოვებენ.
მგზავრებისთვის არაფერი შეიცვლება – “თიფები”, სერვისის ხარჯზე გაიზრდება. აქცია იმოქმედებს ყველა “თიფის” გადახდაზე 22 მარტს.
ტაქსის მძღოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, Yandex Go-ს მომხმარებლები, ტრადიციულად, ბევრ “თიფს” ტოვებენ. აქედან გამომდინარე, გასული წლის პარასკევს, 22 მარტს, მძღოლებმა 3-ჯერ მეტი “თიფი” მიიღეს, ვიდრე ნებისმიერ სხვა პარასკევს, ხოლო Yandex Go- ს გაორმაგების შემდეგ, “თიფების” ჯამი 6-ჯერ მეტი გახდა.