თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს
გორის რაიონის სოფელ ხიდისთავში მცხოვრები 31 წლის ლადო ქერდიყოშვილი ოჯახის წევრებმა ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს. „კვირას“ ინფორმაციით, გარდაცვლილი თავდაცვის სამინისტროს დაქვებარებულ სამსახურში მუშაობდა.
გარდაცვლილს მეუღლე და სამი წლის გოგონა დარჩა. როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარებს, რაც თვითმკვლელობას გულისხმობს.
გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოსდა, ის შსს -ში მუშაობდა, უწყება არ ადასტურებს.