რუსთავში გაზის გაჟონვის შედეგად ცოლ-ქმარი და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა
რუსთავში, მე-11 მიკრორაიონში, აფხაზეთიდან დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში გაზის გაჟონვის შედეგად ცოლ-ქმარი და ორი მცირეწლოვანი შვილი – 2 წლის და 10 თვის ბავშვები დაიღუპნენ.
ცხედრები ექსპერტიზაზე გადაასვენეს.
ადგილზე სასწრაფო და საპატრულო სამსახურების ეკიპაჟები მუშაობენ. ტრაგედიის ადგილზე იმყოფებიან რეგიონის და ქალაქის ადმინისტრაციების ხელმძღვანელებიც.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, საქმე 240-ე მუხლით აღიძრა, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.