ლევან ბერძენიშვილი ზურაბ აბაშიძის თანამდებობაზე დარჩენის მომხრეა

“თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენელ ზურაბ აბაშაძის პარლამენტის ვიცე-სპიკერის პოსტიდან გათავისუფლება არგათავისუფლების საკითხს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი ლევან ბერძენიშვილი ეხმაურება.
დეპუტატი ფიქრობს, რომ თუ ვიცე-სპიკერის პოსტი კიდევ ერთ ოპოზიციონერს ექნება, ამით არაფერი არ დაშავდება. თუმცა ბერძენიშვილის თქმით, აბაშიძის ვიცე-სპიკერის პოსტზე ყოფნა-არყოფნის საკითხი მისი ან სხვა რომელიმე დეპუტატის გადასაწყვეტი არაა და ამას კანონი არეგულირებს.
“მე ვფიქრობ რომ თუ ოპოზიციას ვიცე-სპიკერის კიდევ ერთი პოსტი ექნება ამით არაფერი არ დაშავდება, თუმცა ეს არ არის ჩემი საფიქრალი. ეს არის ტექნიკური საკითხი, რომელიც გაწერილია კანონებში და ეს საკითხი გადაწყდება არა ისე როგორც მე ან ზურა აბაშიძეს უნდა არამედ ისე, როგორც ამას აკანონი ითვალისწინებს“, – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ “თავისუფალ დემოკრატების” წარმომადგენლებს პარლამენტში 3 კომიტეტის თავმჯდომარის და ვიცე-სპიკერის პოსტი უკავიათ. ვიცე-სპიკერის პოსტს “თავისუფალი დემოკრატებიდან” ზურაბ აბაშიძე იკავებს. “თავისუფალმა დემოკრატებმა” გასულ კვირას უმრავლესობიდან გასვლის შესახებ განცხადება გააკეთეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები