რატომ არ დაესწრო პრეზიდენტი “თავისუფალი დემოკრატების” ყრილობას? -მარგველაშვილის განმარტება

  საქართველოს პრეზიდენტმს გიორგი მარგველაშვილმა გუშინ “მაესტროს” გადაცემა “სუბიექტურ აზრში სტუმრობისას” განმარტა, თუ რატომ არ დაესწრო “თავისუფალი დემოკრატების” ყრილობას.
პრეზიდენტის თქმით მას არ ჰგონია, რომ ყრილობებზე უნდა იაროს.
“მე არ მგონია, რომ უნდა ვიარო ყრილობებზე. არც მანამდე არ ვყოფილვარ ყრილობებზე. არ ვარ პოლიტიკური პარტიის ლიდერი და არც მანამდე არ ვყოფილვარ ყრილობაზე. ჩვენ შევთანხმდით, რომ ერთმანეთს შევხვდებით, როგორც პრეზიდენტი და ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის ლიდერი. მე, ზოგადად პოლიტიკური სპექტრის გაჯანსაღებას და გამრავალფეროვნებას მივესალმები, ეს არ არის არანაირი განზე გადგომა “თავისუფალი დემოკრატებისგან”, მე მათ ვუსურვებ წარამტებას”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები