გია ხუხაშვილი: “ნაციონალებთან“ ალიანსში შესვლა ალასანიას პოლიტიკური დასამარების ტოლფასი იქნება
„მიშას ალასანია მაინც არ უყვარს, ის ერთჯერადად სჭირდება და დიდი სიამოვნებით მიახრჩობდა სადმე, კულისებს მიღმა”, – განაცხადა ექსპერტმა გია ხუხაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
ექსპერტს მიაჩნია, რომ თუ “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია რაიმე ტიპის კოორდინაციაში “ნაციონალურ მოძრაობასთან” შევა, ეს მისთვის პოლიტიკური დასამარების ტოლფასი იქნება. როგორც ხუხაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ფსევდოდასავლური ორიენტაციის ნიშნები არსებობს.
“ნაციონალებთან“ ალიანსში შესვლა, ეს იქნება ალასანიას პოლიტიკური დასამარების ტოლფასი. ნებისმიერი სახით კოორდინაცია “ნაციონალურ მოძრაობასთან” ალასანიას არაფერში არ სჭირდება. თუ ალასანია აქით გადაიხარა და თავისი თავის იდენტიფიცირება ამ ფსევდოდასავლურ ალიანსთან სცადა, ეს იქნება მისთვის ხარაკირის ტოლფასი. მიშას ალასანია მაინც არ უყვარს, ის ერთჯერადად სჭირდება და დიდი სიამოვნებით მიახრჩობდა სადმე, კულისებს მიღმა”, – აცხადებს ხუხაშვილი.