ნიკოლოზ რაჭველი მაია ფანჯიკიძეს მადლობას უხდის (ვიდეო)

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრს მაია ფანჯიკიძეს ევგენი მიქელაძის სახელობის სიმფონიური ორკესტრის სახელით ნიკოლოზ რაჭველმა მადლობა გადაუხადა. როგორც რაჭველი განმარტავს, მაია ფანჯიკიძემ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ აღნიშნულ ორკესტრს ნაყოფიერი მუშაობა შეძლებოდა.
„ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ერთ ადამიანს, რომელიც ყველაზე გაჭირვებულ, კრიტიკულ პერიოდში მყოფ ჩვენს სიმფონიურ ორკესტრს და მთელ მუსიკალურ ცენტრს ნამდვილად დაგვიდგა გვერდით, გააკეთა ყველაფერი იმისათვის, რომ დღეს ჩვენ შეგვეძლოს ნაყოფიერი მოღვაწეობა. დღეს ის ადამიანი გადადგა თავისი თანამდებობიდან. ეს არის მაია ფანჯიკიძე. მე მინდა მთელი მუსიკოსების სახელით მას უღრმესი მადლობა ვუთხრა“,-განაცხადა ნიკა რაჭველმა „რუსთავი2“-ის ტოქშოუ „სხვა შუადღეში“.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=7Pfc4RwyCFI” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები