პრობლემურ მშენებლობებთან დაკავშირებით სპეციალური კომისია შეიქმნება
პრობლემურ მშენებლობებთან დაკავშირებით დედაქალაქში სპეციალური კომისია შეიქმნება, რომელსაც თბილისის მერი დავით ნარმანია უხელმძღვანელებს.
როგორც მერმა თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, არის სადავო მშენებლობები, მოუგვარებელი პრობლემები მშენებლობის ვადების გაგრძელების, ან შეჩერების, ასევე მშენებლობის წესებისა და ნორმების დარღვევების შესახებ.
ნარმანია მიიჩნევს, რომ ეს საკითხები გადასაწყვეტად ხშირად რამდენიმე უწყების ერთობლივ მსჯელობას საჭიროებს.
„მშენებლობებთან დაკავშირებით დებულების მიღება და კომისიის შექმნა არის ცალკეული საკითხები. კომიასიას ვუხელმძღვანელებ მე თავად და ყველა საკითხი ძალიან დეტალურად იქნება განხილული. ისეთი გადაწყვეტილებები მიიღება, რომელიც ინვესტორს არ დააზიანებს და გათვალისწინებული იქნება ქალაქის ინტერესები“, – აღნიშნა თბილისის მერმა.