ისრაელის უსაფრთხოების მინისტრი – „ლიბანი უნდა დაიწვას“

ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრმა იტამარ ბენ-გვირმა ლიბანში მიმდინარე სამხედრო ოპერაციებთან დაკავშირებით მკვეთრი განცხადება გააკეთა, რომელმაც ფართო საერთაშორისო გამოხმაურება გამოიწვია,- ამის შესახებ საერთაშორისო მედია წერს.

მისი თქმით, „ლიბანი უნდა დაიწვას“ და ისრაელმა უნდა უპასუხოს მაქსიმალური სიმკაცრით იმ საფრთხეებს, რომლებიც მისი განცხადებით ქვეყნის მოქალაქეებს ემუქრება.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ „ებრაელი დედის თითოეული ცრემლისთვის ათასობით ლიბანელი დედა უნდა ტიროდეს“ და ისრაელმა არ უნდა იხელმძღვანელოს თავშეკავების პოლიტიკით.

ბენ-გვირის განცხადებით, ქვეყნის მთავარი ამოცანა ისრაელის მოქალაქეების დაცვაა და საჭიროა მოქმედება „სრული ძალით“, რათა უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხოება.

მედიის თანახმად, მინისტრის რიტორიკას საერთაშორისო დონეზე კრიტიკა მოჰყვა, რადგან ის კიდევ უფრო ამძაფრებს რეგიონში არსებულ დაძაბულობას და ართულებს დიპლომატიური დეესკალაციის მცდელობებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები