უკრაინული დრონების სამიზნე რუსეთში მდებარე კუიბიშევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა გახდა
რუსეთის სამარის ოლქში მდებარე კუიბიშევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე უკრაინული დრონებით თავდასხმა განხორციელდა. ინფორმაციას რუსული Telegram-არხი Astra ავრცელებს.
გავრცელებული ცნობებით, თავდასხმის შედეგად ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. ზარალის მასშტაბისა და შესაძლო მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.
ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, ქალაქში რამდენიმე ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა. მანამდე სამარის ოლქის გუბერნატორმა რეგიონში საჰაერო საფრთხის შესახებ გაფრთხილება გამოაქვეყნა.
კუიბიშევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა სამარის რეგიონში ერთ-ერთი უმსხვილესი საწარმოა და რუსეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია „როსნეფტის“ შემადგენლობაში შედის.