საქართველოს პრეზიდენტი შვილს თებერვლის დასაწყისში ელოდება
სახელს სიურპრიზად ტოვებენ. თუმცა, როგორც პირველმა ლედიმ განაცხადა ორ ვერსიას აქტიურად განიხილავენ.
ეს ორივესთვის მეორე შვილია. პირველი ქორწინებიდან გიორგი მარგველაშვილსაც და მაკა ჩიჩუასაც ქალიშვილი ჰყავთ. წყვილმა ოფიციალურად 10 სექტემბერს იქორწინა, ხელი დუშეთში მოაწერეს. „ჩათვალეთ უკვე გყავთ, პირველი ლედი – ეს მე ვარ“ – ასეთი კომენტარი მან უკვე მარტში გააკეთა.
პირველმა ლედიმ ორსულობა ძალიან მოიხდინა. ამას ხაზი განსაკუთრებით იაპონიაში ვიზიტისას გაესვა, როდესაც ის იაპონურ ეროვნულ სამოსში – კიმონოში გამოაწყვეს. ქართულ დელეგაციასთან ერთად მათ საიმპერატორო ბაღი „სენტო გოსიო“, ტაძრები „კინკაკუ ჯი“ და „რუან ჯი“ დაათვალიერეს.
წყარო: გაზეთი „პრაიმტაიმი“