ტრამპი ჩინეთში სი ძინპინთან შესახვედრად გაემგზავრა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვაშინგტონიდან პეკინში გაემგზავრა, სადაც სავარაუდოდ, ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან შეხვედრას გამართავს.

ამერიკის პრეზიდენტის გრაფიკის თანახმად, ხუთშაბათს და პარასკევს მას ჩინეთის ლიდერთან მოლაპარაკებები და სხვა ერთობლივი ღონისძიებები აქვს დაგეგმილი. პარასკევს ტრამპი პეკინს დატოვებს და ვაშინგტონში დაბრუნდება.

თავად ამერიკელმა ლიდერმა ორშაბათს განაცხადა, რომ ვიზიტის დროს სი ძინპინთან ტაივანისთვის ამერიკული იარაღის შემდგომი მიყიდვის საკითხს, ენერგეტიკულ საკითხებს და ირანის ირგვლივ არსებულ ვითარებას განიხილავს.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ ლიდერები განიხილავენ ორმხრივ ურთიერთობებს, ასევე გლობალური მშვიდობისა და განვითარების საკითხებს. მათ ასევე განაცხადეს, რომ ჩინეთი მზადაა აშშ-თან თანამშრომლობა გააფართოოს და უთანხმოებები მოაგვაროს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები