OpenAI-ის აღმასრულებელი დირექტორი: ხელოვნური ინტელექტი დაავადებებს განკურნავს, თუმცა საშიში პათოგენების შექმნაც შეუძლია

ხელოვნური ინტელექტის (AI) წყალობით, კაცობრიობა ზოგიერთი დაავადების განკურნებას შეძლებს, მაგრამ დამნაშავეების ხელში ის შეიძლება, ახალი პათოგენების შექმნის ინსტრუმენტად იქცეს,- ამის შესახებ ამერიკული კომპანია OpenAI-ის ხელმძღვანელმა, სემ ალტმანმა განაცხადა.

“ამჟამად, ბიოლოგიური კვლევებისთვის გამოყენებული უახლესი მოდელები შეზღუდული რაოდენობის საკმაოდ პასუხისმგებლიანი კომპანიების ხელშია”, – განაცხადა მან.

მისი თქმით, თანამედროვე AI სისტემები უკვე ეხმარება მეცნიერებს რთული ბიოლოგიური მონაცემების ანალიზში, რაც სხვადასხვა დაავადების უკეთ შესწავლასა და ინოვაციური მკურნალობის გზების აღმოჩენას უწყობს ხელს.

ამასთან, ალტმანი მიიჩნევს, რომ ტექნოლოგიას თან სერიოზული რისკებიც ახლავს.

მისი შეფასებით, ძლიერი AI მოდელების ბოროტად გამოყენების შემთხვევაში, მათი გამოყენება საშიში პათოგენების შექმნის პროცესის გამარტივებისთვის თეორიულად შესაძლებელია.

მისი აზრით, ასეთი სცენარისთვის მზად უნდა იყოს არა მხოლოდ კონკრეტული კომპანიები, არამედ მთლიანად საზოგადოება.

OpenAI-ის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ სწორედ ამიტომ, ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან ერთად უსაფრთხოების მექანიზმების გაძლიერება და საერთაშორისო რეგულაციების შემუშავება აუცილებელია, რათა ტექნოლოგიის პოტენციალი მხოლოდ საზოგადოებისთვის სასარგებლო მიზნებისთვის იყოს გამოყენებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები