“უნდა გვახსოვდეს, პირველ რიგში, მისი უწმინდესობის კურთხევები, შეგონებები, რომელთაც ჩვენი დიდი პატრიარქი – ილია მეორე გვაძლევდა სულიერ შვილებს” – დეკანოზი იოანე გორელიშვილი

“უნდა გვახსოვდეს, პირველ რიგში, მისი უწმინდესობის კურთხევები, მისი უწმინდესობის შეგონებები, რომელთაც ჩვენი დიდი პატრიარქი – ილია მეორე გვაძლევდა სულიერ შვილებს”, – ამის შესახებ დეკანოზი იოანე გორელიშვილი საუბრობს.

“დარწმუნებული ვარ, ის ამ პერიოდში ჩვენ, ყველას მოგვიწოდებდა, რომ განსაკუთრებულად ვილოცოთ იმისათვის, რომ მოხდეს სინერგია, ღვთის ნებისა და ადამიანის ნებისა და წმინდა სინოდმა აირჩიოს ღვთისთვის სათნო, ღვთისთვის გამორჩეული პიროვნება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად, რადგანაც, ყველა მღვდელმთავარი ღირსეულია, მაგრამ არსებობს ასევე ღვთის რჩეული კანდიდატიც, რომელიც წმინდა სინოდმა უნდა აირჩიოს.

მართვა-გამგეობის დებულებით, ვიცით, რომ უნდა მოიწვიონ წმინდა სინოდის კრება, რომელიც უდნა მოიწვიოს საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე მეუფე შიომ. ეს უნდა მოხდეს 40-დან არაუმეტეს გარდაცვალებიდან 2 თვისა. ანუ 26 აპრილიდან 16 მაისის ჩათვლით უნდა მოხდეს გაფართოებული კრების მოწვევა და წმინდა სინოდის მოწვევაც. წმინდა სინოდზე გამოირჩევა სამი კანდიდატი, უკვე გაფართოებულ კრებაზე ამ სამი კანდიდატიდან მოხდება სწორედ საქართველოს პატრიარქის არჩევა.

გაფართოებული კრება ჩატარდება სამების საკათედრო ტაძარში, რომელსაც დაახლოებით 2 ათასი ადამიანი დაესწრება, მათ შორის იქნებიან როგორც სასულიერო პირები, ასევე საერო ადამიანები და რასაკვირველია, მღვდელმთავრები, რომლებმაც უნდა გააკეთონ არჩევანი, რადგან კენჭისყრაში მონაწილეობას სწორედ მღვდელმთავრები იღებენ.

შექმნილია კომისიები, ეს არის ხმის დამთვლელი კომისია, რომელსაც უხელმძღვანელებს მეუფე თეოდორე ჭუაძე. ეს არის სამანდატო კომისია, რომელსაც ხელმძღვანელობს მეუფე საბა გიგიბერია და სარედაქციო კომისია, რომელსაც ხელმძღვანელობს მეუფე ანდრია გვაზავა. საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მეუფე შიო მუჯირი და კომისიის ხელმძღვანელები უზრუნველყოფენ, რომ საარჩევნო პროცესი იყოს გამჭვირვალე და სამართლიანი”, – ამბობს დეკანოზი იოანე გორელიშვილი.

ცნობისთვის, საქართველოს სამოციქულო ეკლესია 142-ე პატრიარქს 16 მაისამდე აირჩევს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები