ირანმა ქუვეითში განლაგებულ აშშ-ის სამხედრო ბაზებზე იერიში კვლავ მიიტანა

ქუვეითში, ბუბიანის კუნძულზე, ირანმა აშშ-ის სამხედრო ბაზებზე თავდასხმა განახორციელა, – ამის შესახებ ირანის ხათამ ალ-ანბიას ცენტრალური სარდლობის პრესსპიკერმა, ებრაჰიმ ზოლფაღარიმ განაცხადა.

იბრაჰიმ ზოლფიგარის თქმით, ირანმა კუნძულზე სატელიტურ აღჭურვილობასა და საბრძოლო მასალას დრონების გამოყენებით იერიში მიიტანა.

მან დასძინა, რომ აშშ-ის ძალები იქ არიფჯანის ბანაკიდან მას შემდეგ გადავიდნენ, რაც ბაზაზე ირანმა განმეორებითი დარტყმები განახორციელა.

ბუბიანის კუნძული ქუვეითის სანაპირო კუნძულებიდან უდიდესია, რომელიც სპარსეთის ყურის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს.

მანამდე, ქუვეითის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ირანის თავდასხმის შედეგად, ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე საცხოვრებელ უბანში ექვსი ადამიანი დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები