ირაკლი ქადაგიშვილი: მხოლოდ შიშველ პოპულიზმზე განცხადება, რომ 800 ლარს 1000 ლარი სჯობს და 1000-ს 2000-3000, არასწორია – ციფრებით მანიპულირება მიუღებელია
მხოლოდ შიშველ პოპულიზმზე განცხადება, რომ 800 ლარს 1000 სჯობს, არასწორია, მინიმალურ ხელფასთან დაკავშირებული საკითხის ინიციატორებმა ღრმა ანალიზი უნდა წარმოადგინონ”,- ამის შესახებ
პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
ქადაგიშვილის თქმით, ციფრებით მანიპულირება მიუღებელია.
„ამ საკითხის თაობაზე მნიშვნელოვანია არა ხმამაღალი, პოლიტიკური განცხადებების გაკეთება, არამედ საკითხის ეკონომიკური მიმართულების შესწავლა. უნდა დაიდოს კვალიფიციური მოსაზრებები, რადგან ვხედავთ, რომ განვითარებულ სახელმწიფოებში არ არსებობს დათქმა, რამდენი უნდა იყოს მინიმალური ხელფასი. აქედან გამომდინარე, არის დადებითი და უარყოფითი მხარეები, როცა დათქმა არ არსებობს. მხოლოდ შიშველ პოპულიზმზე განცხადება, რომ 800 ლარს 1000 ლარი სჯობს და 1000-ს 2000-3000, არასწორია. ციფრებით მანიპულირება მიუღებელია. მნიშვნელოვანი იქნება, ეს საკითხი ღრმა ანალიზით შეისწავლონ და ვნახოთ საერთაშორისო პრაქტიკა, განვითარებულ ქვეყნებში ასეთი ნორმა რატომ არ მოქმედებს. ჯერ საჭიროა უფრო მეტი ინფორმაციის მოპოვება და ამაზე მსჯელობა საკომიტეტო ფორმატში შეიძლება. ვინაიდან ინიციატორები არიან, საკითხზე ღრმა ანალიზი და ხედვა წარმოადგინონ. განმარტონ, ბევრ ქვეყანაში მსგავსი რეგულაცია რატომ არ არის“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, ფრაქციამ „საქართველოსთვის“ მინიმალური ხელფასის 1050 ლარით განსაზღვრაზე დროებითი კომისიის შექმნის ინიციატივა პარლამენტში დაარეგისტრირა.