ირანში, სამხრეთ ფარსის ნავთობისა და გაზის საბადოში მდებარე ნავთობქიმიურ ქარხანაზე ამერიკელმა და ისრაელელმა სამხედროებმა იერიში მიიტანეს.
ამის შესახებ ირანული საინფორმაციო სააგენტო „ფარსი“ იტყობინება.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქარხნის ტერიტორიაზე რამდენიმე აფეთქების ხმა ისმოდა.
ირანული მედიის ინფორმაციით, ასალუიეს რეგიონში ძლიერი აფეთქებები დაფიქსირდა, ხოლო გარკვეული ინფრასტრუქტურა, მათ შორის, ენერგომომარაგებასთან დაკავშირებული ობიექტები, დაზიანდა.
ცნობისთვის, ფარსის საბადო მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ენერგეტიკულ რესურსს წარმოადგენს და ირანის გაზის წარმოების ძირითად ნაწილს უზრუნველყოფს, რის გამოც მასზე განხორციელებული იერიში რეგიონულ და გლობალურ ენერგეტიკულ ბაზრებზეც აისახება.