ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: დარწმუნებულები ვართ, რომ შეგვიძლია აშშ-ის სახმელეთო შემოჭრას წინააღმდეგობა გავუწიოთ
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზადაა ამერიკული ჯარების სახმელეთო შეჭრისთვის, რადგან შეერთებული შტატებისა და ისრაელის მიერ დაწყებული ომი სწრაფად გავრცელდა მთელ რეგიონში.
მან ასევე უარი თქვა აშშ-თან ნებისმიერ მოლაპარაკებებზე და განაცხადა, რომ ირანს ცეცხლის შეწყვეტა არ მოუთხოვია.
NBC News-ის კითხვაზე, ეშინოდა თუ არა აშშ-ის შესაძლო სახმელეთო შეჭრის, არაღჩიმ გამომწვევი ტონით უპასუხა.
„არა, ჩვენ მათ ველოდებით“, – თქვა მან და დაამატა, „რადგან დარწმუნებულები ვართ, რომ მათთან დაპირისპირება შეგვიძლია და ეს მათთვის დიდი კატასტროფა იქნება“.