ირანმა აზერბაიჯანის ნახიჩევანის აეროპორტი უპილოტო საფრენი აპარატით დაბომბა

ირანმა აზერბაიჯანის ნახიჩევანის რეგიონში მდებარე აეროპორტი უპილოტო საფრენი აპარატებით დაბომბა.

ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

მათი ცნობით, აზერბაიჯანის წინააღმდეგ ოპერაციაში რამდენიმე უპილოტო საფრენი აპარატი მონაწილეობდა. ერთი ნახიჩევანის აეროპორტის შენობას დაეცა, ხოლო დანარჩენი – სხვადასხვა ადგილზე ჩამოვარდა.
არსებული ინფორმაციით, დაშავებულია ორი ადამიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები