მარიამ ლაშხი – აშშ-ში ვიზიტზე: მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესი და ხალხის ხმა გავაჟღეროთ ყველა მნიშვნელოვან წარმომადგენელთან, რაც შემდეგ გადაითარგმნება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვით

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ლაშხის განცხადებით, დაგეგმილია ქართული დელეგაციის შეხვედრები აშშ-ის კონგრესში, სენატსა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

მისი თქმით, საუბრის თემა სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა იქნება.

„ვიზიტი გრძელდება. დაგეგმილი გვაქვს შეხვედრები კონგრესში, სენატში, აღმასრულებელ ხელისუფლებაში. მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესი და ხალხის ხმა გავაჟღეროთ ყველა იმ მნიშვნელოვან წარმომადგენელთან, რომელიც შემდეგ უკვე გადაითარგმნება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვით. და გადაითარგმნება რეალური, შედეგზე ორიენტირებული სტრატეგიული პარტნიორობით“, – განაცხადა მარიამ ლაშხმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები