ეკა სეფაშვილი აშშ-ში ვიზიტზე: ეს არის პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისაკენ, რომ საქართველო-აშშ-ს შორის ურთიერთობები გადავიდეს უფრო პოზიტიურ დინამიკაში და დავიწყოთ ახალი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებისთვის მზადება

ეს არის პირველი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისაკენ, რომ საქართველოს და აშშ-ს შორის ურთიერთობები გადავიდეს უფრო პოზიტიურ დინამიკაში და რეალურად დავიწყოთ ახალი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებისთვის მზადება, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა აშშ-ში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, კითხვები, რომელიც შეხვედრებისას დაისვა მიანიშნებს იმაზე, რომ აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას აინტერესებს რეალური ინფორმაცია.

„ვიზიტი, რომელიც მიმდინარეობს აშშ-ში გამოირჩევა იმით, რომ ყველა შეხვედრა წარიმართა თბილ და მეგობრულ გარემოში. იყო შეხვედრები, როგორც აღმასრულებელ ხელისუფლებაში – თეთრი სახლის წარმომადგენლებთან, ასევე, კონგრესის, სენატის წარმომადგენლებთან, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და აშკარად იგრძნობა ინტერესი, რაც გამოსჭვივის მათ კითხვებში. მათ აინტერესებთ ისეთი საკითხები, რომლებზეც ბოლო პერიოდის განმავლობაში საქართველოს შესახებ ვრცელდება დეზინფორმაცია. ვთვლი, რომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ სწორედ ამ კითხვებს გვისვამენ, რადგან აინტერესებთ რეალური ინფორმაცია.

ვფიქრობ, რომ ეს არის პირველი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისაკენ, რომ საქართველოს და აშშ-ს შორის ურთიერთობები გადავიდეს უფრო პოზიტიურ დინამიკაში და რეალურად დავიწყოთ ახალი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებისთვის მზადება, რამაც საფუძველი უნდა დაუდოს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარებას, რომელიც პირველ რიგში ეფუძნება ღირებულებით ერთობას და რა თქმა უნდა პრაგმატულ ეკონომიკურ ინტერესებს, რომელიც უნდა აისახოს მჭიდრო პოლიტიკურ თანამშრომლობაში“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები