ქუთაისის ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმს ისტორიული რელიკვია შეემატა

ქუთაისის ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმს ისტორიული რელიკვია შეემატა.
კათოლიკური ეკლესიის საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციით, ბიზნესმენმა შოთა ჯღამაიამ მუზეუმს საჩუქრად გადასცა მის პირად კოლექციაში არსებული, კომპოზიტორის დაბადებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ბრინჯაოს მედალი.
„უახლოეს პერიოდში, მუზეუმის კოლექციას კიდევ შეემატება ზაქარია ფალიაშვილის სამკერდე მედალი, საფოსტო მარკა და სამელნე, რომლებიც დიდი ქართველი კომპოზიტორის ხსოვნას კიდევ უფრო უკვდავყოფს და მომავალ თაობებს შეახსენებს მის უკვდავ მუსიკალურ ნაწარმოებებს”, – წერს სოციალურ ქსელში შოთა ჯღამაია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები