“აგურს აგურზე ვდებთ, რათა ურთიერთობები ავაშენოთ; ამერიკაში ვიზიტიც შეგვიძლია, ერთ-ერთ აგურად წარმოვიდგინოთ” – ლევან მახაშვილი

“ნაბიჯ-ნაბიჯ, ეტაპობრივად, ჩვენ აუცილებლად ავაშენებთ ურთიერთობებს ნორმალურ და სამართლიან ნიადაგზე”, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

ის აშშ-ში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტს გამოეხმაურა.

„დღეს სრულიად ახალ სამყაროში ვცხოვრობთ. საქართველო იმ ქვეყნებთან, ვისთანაც პარტნიორული ურთიერთობები წარმოგვიდგენია, ურთიერთობებს ყოველდღიურ რეჟიმში აშენებს. ნულიდან, აგურს აგურზე ვდებთ, რათა ეს ურთიერთობები ავაშენოთ. ამერიკაში ვიზიტიც შეგვიძლია, ერთ-ერთ აგურად წარმოვიდგინოთ. სწორედ ასე ნაბიჯ-ნაბიჯ, ეტაპობრივად, ჩვენ აუცილებლად ავაშენებთ ნორმალურ და სამართლიან ნიადაგზე ჩვენს ურთიერთობებს“, – განაცხადა მახაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები