ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ  ცნობილ ბრიტანელ ბლოგერებსა და „Traverse Elite Mini Conference“ უმასპინძლა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით მაღალრეინტინგული ბრიტანელი ბლოგერები საქართველოს ეწვივნენ.  საერთაშორისო კომპანიასთან „Traverse“ თანამშრომლობით  საქართველოში „ Elite Mini Conference“  გაიმართა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიების ფარგლებში მრავალმილიონიანი აუდიტორიის მქონე ბლოგერებმა, ინფლუენსერებმა, ფოტოგრაფებმა და ვიდეოგრაფებმა  საქართველოს შესახებ ბლოგები,  ვიდეო რგოლები და სთორები მოამზადეს, რომელსაც  მილიონობით გამომწერი  სოციალურ ქსელებში: Instagram, YouTube,  TikTok  და სხვა მედია პლატფორმებზე გაეცნობა.

“ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ტურის ფარგლებში, თბილისის მონახულების შემდეგ 20 ბრიტანელი ბლოგერი გუდაურს ეწვია. ტურის მონაწილეები გაეცნენ სამთო კურორტის პოტენციალს, ბლოგერებმა თხილამურებით ისრიალეს და საქართველოს ზამთრის ტურისტული მიმართულების შესახებ ვიდეო რგოლები და ფოტოები გადაიღეს.

„Traverse Elite Mini Conference“ საერთაშორისო ღონისძიებაა, რომელიც ტურისტული მიმართულებების პოპულარიზაციას, გამოცდილებაზე დაფუძნებული კონტენტის შექმნასა და საერთაშორისო აუდიტორიასთან ეფექტურ კომუნიკაციას უზრუნველყოფს.

ღონისძიება საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საერთაშორისო მარკეტინგული კამპანიის ნაწილია და გლობალური ციფრული პლატფორმების საშუალებით მაღალმხარჯველი ტურისტული სეგმენტის მოზიდვას ისახავს მიზნად,”- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები